Manqana.ge -ს მოხმარების წესები და პირობები


1. manqana.ge არის სატრანპორტო საშუალებების ყიდვა-გაყიდვა-გაქირავების პორტალი. საიტი მომხმარებელს აძლევს საშუალებას განათავსოს განცხადება შესაბამის სივრცეში, სადაც დაინტერესებულს პირს შეეძლება მარტივად იპოვოს ის. manqana.ge უზრუნველყოფს მომხმარებლების ერთმანეთთან დაკავშირებას, შესაბამისად manqana.ge არ არის არცერთი გარიგების ორგანიზატორი, თანამონაწილე და არ წარმოადგენს საიტზე შემდგარი გარიგების არც ერთ მხარეს.
2. ვინაიდან და რადგანაც, კომპანია არ არის საიტზე განთავსებული არც ერთი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე, მას არ გააჩნია დამატებითი ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების ხარისხზე, მდგომარეობაზე, უსაფრთხოებაზე, კანონიერებაზე, აღწერაში მითითებული ინფორმაციის ავთენტურობაზე და ა.შ. manqana.ge არ/ვერ აკონტროლებს განთავსებული ტრანსპორტის ხარისხს, კანონიერებას, უსაფრთხოებას, მდგომარეობას, აღწერაში მინიჭებული ინფორმაციის ავთენტურობას, აღწერასთან შესაბამისობას და ა.შ.
"მომხმარებელი"- ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს საიტის მომსახურებით, ანთავსებს განცხადებას, ან ეძებს სასურველ ტრანსპორტს.
"განცხადება"- ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია, გასაყიდი სატრანსპორტო საშუალების შესახებ.

საიტი მოგიწოდებთ!
ნუ ჩათვლით, რომ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია უტყუარია! ნებისმიერ ფინანსურ გარიგებამდე, გადაამოწმეთ მომხმარებლის მიერ განთავსებული ინფორმაციის რეალურობა !
3. 1 და 2 პუნქტის აღწერილობიდან გამომდინარე, საიტი არ ახდენს სატრანსპორტო საშუალების მიწოდებას და არ გააჩნია მსგავსი მომსახურების სერვისი!

II. ინფორმაციის განთავსება და კონფიდენციალურობა
1. საიტზე დარეგისტრირებული ნებისმიერი ფიზიკური, თუ იურიდიული პირი, საიტზე პირად ინფორმაციას ანთავსებს თავისი სურვილით, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.
2. საიტზე, განცხადების ველში ინფორმაციის განთავსებისას, მომხმარებელი ავტომატურად ეთანხმება, რომ ინფორმაცია იქნება საჯარო და ნებისმიერ მომხმარებელს ექნება მისი ნახვის შესაძლებლობა.

საიტი მოგიწოდებთ!
manqana.ge -ზე განთავსებულ ინფორმაციას, არ აქვს იურიდიული ძალა. მომხმარებელი ვალდებულია ნებისმიერი ფინანსური გარიგების წინ, გადაამოწმოს მითითებული ინფორმაციის სისწორე.

3. გაითვალისწინეთ! გაცხადების ველში არ უნდა:
იყოს მცდარი, არაზუსტი და არ უნდა შეჰყავდეს მომხმარებელი შეცდომაში.
შეიცავდეს ინფორმაციას მოპარული, ან ყალბი პროდუქციის ყიდვა-გაყივდის შესახებ.
ეხებოდეს მესამე პირის მატერიალურ და არამატერიალურ საკუთრებას, არ უნდა არღვევდეს მესამე პირის პირად უფლებებს.
შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც შელახავს მესამე პირის ღირსებას ან ბიზნეს რეპუტაციას.
შეიცავდეს რელიგიური, ეთნიკური, თუ სხვა სახის უმცირესობათა დისკრიმინაციას.
შეიცავდეს მუქარას ვინმეს მიმართ.
მოუწოდებდეს კრიმანალური ქმედებისაკენ.
უწევდეს მხარდაჭერას, ან პროვოცირებდეს ტერორისტულ და ექსტრემისტულ ქმედებებს.
შეიცავდეს პორნოგრაფიულ შინაარსს.
შეიცავდეს სარეკლამო ინფორმაციას (გარდა იმ კონკრეტული სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის შესახებაც ანთავსებს განცხადებას საიტზე).
არღვევდეს, რაიმე სხვა გზით საქართველოს მომქმედ კანონმდებლობას.
ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების დარღვევის შემთხვევაში, საიტი უფლებამოსილია დაბლოკოს მომხმარებლის ID მისამართი და მობილურის ნომერი !

4. მომხმარებლის მიერ, პირად კაბინეტში შეყვანილი, შენახული ინფორმაცია, ასევე email და პაროლი, დაცულია საიტის მიერ და ზემოთ ჩამოთვლილზე ინფორმაციას ფლობს მხოლოდ მომხმარებელი.

საიტი მოგიწოდებთ ! ნუ გაუმხელთ მესამე პირს თქვენს პირად ინფორმაციას!
საიტი არ არის პასუხისმგებელი მესამე პირის მიერ თქვენი პირადი ინფორმაციის გამოყენებაზე!

III. სატ. საშუალებისა და თანხის დაბრუნების პოლიტიკა
1. თუ, საიტის ტექნიკური გაუმართაობის გამო, მომხმარებლის ბალანსიდან თანხა დაიკარგა, კომპანია მომხმარებელს უბრუნებს დაკარგული თანხის რაოდენობას საიტის ბალანსზე.
2. თუ, მომხმარებლის ბალანსიდან თანხა ჩამოიჭრა საიტის ფასიანი სერვისის გამოყენებისას, თანხა უკან არ ბრუნდება, შემდეგი მოთხოვნის საფუძვლებზე.
თუ:
მომხმარებელმა თანხა შემთხვევით, უნებლიედ გადაიხადა.
მომხმარებელმა თანხა გადაიხადა დატესტვის მიზნით.
მომხმარებელის ბალანსზე წვდომა ჰქონდა მესამე პირს და მის მიერ მოხდა თანხის გადახდა.
მომხმარებელს შეეშალა სერვისის საფასური და სურდა სხვა სერვისით სარგებლობა.
3. თუ, მომხმარებელი დაიბლოკა საიტის მიერ, მეორე თავში - "ინფორმაციის განთავსება და კონფიდენციალურობა"- ში მოყვანილი მე-3 (საიტზე არ უნდა), ამკრძალავი პუნქტების დარღვევის გამო და მომხმარებელს სარგებლობაში ქონდა საიტის ფასიანი სერვისები, მას არ უბრუნდება ბალანსიდან ჩამოჭრილი თანხა ბალანსზე.
ასევე თუ, მომხმარებელი დაიბლოკა საიტის მიერ, მეორე თავში - "ინფორმაციის განთავსება და კონფიდენციალურობა"- ში მოყვანილი მე-3 (საიტზე არ უნდა), ამკრძალავი პუნქტების დარღვევის გამო, მოთხოვნის შემთხვევაში, საიტის ბალანსზე არსებული თანხა უბრუნდება უკან.
4. თავი პირველიდან - "საიტის მოხმარების წესები და პირობები" გამომდინარე, საიტი ვერ/არ აბრუნებს საიტიდან გაყიდულ სატრანსპორტო საშუალებას.

საკონტაქტო ინფორმაცია:
Manqana.ge-ს მფლობელი კომპანიის დასახელება შპს "ემ.ბი.ენ" (LLC MBN)
მის: ქ. თბილისი. ცოტნე დადიანის #7. სართული 3, ოფისი 316 ბ.
მობ: 574 37 36 35